მეც მინდა 2014 წელი მოგილოცოთ. ჩამოვარაკრაკე სურვილები. ვის რა გინდათ, თქვენ აირჩიეთ. გისურვებთ, რომ 2014 წელს:
- 2014 საათი ძალიან პროდუქტიულად გემუშაოთ
- 2014 კარგი იდეა მოგსვლოდეთ
- 2014 ჯერ გეკოცნოთ, ჩახუტებოდით და მოფერებოდით საყვარელ, ახლობელ ადამიანებს
- 2014 ლარით მოგმატებოდეთ ხელფასი
- 2014 გრამი წონა მოგეკლოთ თვეში ჯანსაღი კვებით და ვარჯიშით
- 2014 კმ გაგერბინოთ წელს (დღეში 6კმ გამოდის დაახლოებით)
- 2014 ადამიანს დახმარებოდით და გვერდში დადგომოდით
- 2014 კარგი ამბავი გაგეგოთ და გულით გაგხარებოდეთ
- 2014 ღიმილი გეჩუქებინოთ ნაცნობებისა და უცნობებისათვის
- 2014 ხალისიანი სტატუსი წაგეკითხოთ და დაგეწეროთ
- 2014 ახალი ბიზნესის / საწარმოს გახსნის შესახებ გაგეგოთ საქართველოში
- 2014 წლის წინ ჩვენთვის ჯვარცმული უფალი შეგეწიოთ!
თქვენ დაამატეთ სურვილები და ყველას ერთად აგვისრულდება!
