ეს არის ჩემი ბლოგის პირველი პოსტი (რა მდიდარია ქართული ენა?!). ბოდიშს გიხდით უცხოური სიტყვებისთვის. მომავალში, შევეცდები ქართული შესატყვისები გამოვიყენო.
ისევე, როგორც მრავალ თქვენგანს, მაწუხებს სურვილი, რომ რაიმე სასარგებლო (და უფასო) გავაკეთო ჩემი ქვეყნისა და დარგისთვის (საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვა). მცირედი დაფიქრების შედეგად დავასკვენი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გზა შეიძლება იყოს მენეჯმენტის (და საინფორმაციო ტექნოლოგიების) საკითხებზე ბლოგის წარმოება, რომელიც შეიძლება ვინმესთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.
ამ ბლოგში შევეცდები გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები მენეჯმენტის საკითხებზე, რომელიც აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში და დარგში.
გთხოვთ, თქვენთვის საინტერესო თემები, ასევე შეკითხვები და კომენტარები მომწეროთ ბლოგში ან იმეილით.
წარმატება მისურვეთ! ღმერთი ჩვენსკენ!
გამარჯობათ სანდრო,
ReplyDeleteნამდვილად გისურვებტ წარმატებას 2009 წელს და შემართებას ასეთი კარგი წამოწყების გასავითარებლად, რადგან მე თვითონ ვიქნები ერთ–ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელი თქვენი უფასო რჩევების:)
პირველი ეტაპისთვის მაინტერესებს თქვენი აზრი "outsourcing" თან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ რა დადებითი და უარყოფითი მხარებეეი აქვს ასეთ პროექტებს.
დიდი მადლობა,
მრავალ ახალ წელს!
ნინო დარახველიძე
www.itnovations.ge
ისეთ თემას მოეჭიდე, რომ აუცილებლად სასარგებლო იქნება ყველასათვის.
ReplyDeleteწარმატებებს გისურვებ და დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავ!!!