03 January 2011

მადლობა 2010 წელს!

2010 წლის განმავლობაში:

  • დავიწყე ადამიანური რესურსის მართვის რეფორმა თიბისიში
  • დავამთავრე სწავლა PMC-ს პროგრამით და ჩავაბარე PMP გამოცდა
  • გავხდი კომაროვის სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე
  • პირველად ვცადე ბაკალავრების სწავლება
  • ხუთჯერ ჩავატარე პროექტების მართვის თრეინინგი (კავკასიის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, თიბისი ბანკი და 2 * გიპა)
  • მონაწილეობა მივიღე თავისუფალ უნივერსიტეტში მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის (MACS) ჩამოყალიბებაში
  • ვიყავი ფინანსთა სამინისტროს ელ. ხაზინის პროექტის კონსულტანტი
  • ვიყავი ეროვნული ბანკის ანგარიშსწორების სისტემის პროექტის კონსულტანტი
  • ვიყავი საქართველოს ლატარიის კომპანიის კონსულტანტი აიტი სტრატეგიის შემუშავების პროცესში
  • კინაღამ გავხსენი კარაოკე კლუბი (იმედია, კიდევ მოვახერხებ)
  • ვიყავი NIMD კონსულტანტი პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური განვითარების პროექტში
  • მეორედ ჩავატარე მეწარმეობის კურსი კავკასიის ბიზნეს-სკოლაში
  • მეგობრებთან ერთად დავაარსე მართვის აკადემია
  • მეგობრებთან ერთად დავაარსე "აიტი სერვისი" - სახლის კომპიუტერული მომსახურების კომპანია
  • ვნახე მაკკენზის "მაესტროები" საქმეში

  • მოვნათლე ნიკოლოზ კარტოზია
  • მივიღე მონაწილეობა ურბნისის ტაძრის რეკონსტრუქციაში
  • ვიყავი საქართველოს რაგბის ნაკრების თამაშზე ტრაბზონში
  • შევცვალე ოჯახის ორივე მანქანა
  • ორჯერ გავიმარჯვე კარაოკეს კონკურსში
  • შევწყვიტე სიგარეტის მოწევა
  • გავხდი iPhone4 და iPad ბედნიერი მფლობელი
  • ჩავატარეთ სკოლის დამთავრების 20 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება

  • მაკოსთან ერთად ვიყავი სან-ფრანცისკოში და ჰავაიზე
  • ვიყავი დუბაიში ოჯახთან ერთად
  • ვიყავი ლონდონში და ოქსფორდში
  • ვიყავი ფრანკფურტში
  • 5-ჯერ ვიყავი აჭარაში, 4-ჯერ კახეთში, სამჯერ ბაკურიანში, ორჯერ გუდაურში, ერთელ რაჭაში
  • ვიყავი ტოკიოშო და შემოგარენში
  • დავესწარი მიუნხენის ბაიერნის თამაშს ალიანზ არენაზე
  • ვიყავი დანიაში და შვედეთში
  • ვიყავი მიუნხენში და ნიურნბერგში

  • ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი
  • ბევრი კარგი წიგნი წავიკითხე

მეტი რა ვქნა?!

1 comment: