30 January 2011

ხერხი სჯობია ღონესა...


როგორც ზოგიერთმა თქვენგანმა უკვე იცის, ცოტა ხნის წინ დავანებე თავი მუდმივ სამსახურს.

ძირითადად, ორი რამ მამოძრავებს: პირველი - მინდა ისეთი რამე გავაკეთო, რასაცღირსეულსაქმედ ჩავთვლი (სულს მივხედო) და მეორე - მჭირდება მეტი თავისუფალი დრო ბევრი პირადი რამისთვის (პენსია :).

ერთ-ერთი, რაც გასული თვენახევრის (რაც ნაკლები დატვირთვით ვმუშაობ) განმავლობაში შევამჩნიე არისბევრი მუშაობის ლომკა”. ანუ, პერიოდულად, როდესაც ჩემს ახალ რეჟიმში ვმუშაობ (რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ადრინდელი, კორპორატიული, სტილისგან), ვგრძნობ სინდისის ქენჯნას, რომსაკმარისს არ ვმუშაობ”.

ჰოდა, გადავწყვიტე დამეწერა ჩემი მოსაზრებები და თქვენი აზრიც მეკითხა იმაზე, თუ რამდენიასაკმარისიმუშაობა.

პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, რას ნიშნავსკარგადანპროდუქტიულადმუშაობა. ყველა წიგნში, რაც ამ თემას ეხება, სწერია, რომკარგი მუშაობაარის დასახული მნიშვნელოვანი (smart და ..) შედეგის მიღწევა რესურსების (მათ შორის, ალბათ, ჩვენი დროის) ოპტიმალური გამოყენებით.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მეჩვენება, რომ ეს განმარტება ნიშნავს, რომ კარგი მუშაობა არისჭკვიანურადქცევა და არამძიმედ შრომა”. ყველას გაგვიგია ინგლისური “Work Smarter, Not Harder” და ქართულიხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა”... ნუთუ, ბავშვობაში ბევრჯერ გაგონილი ეს გამოთქმა, მხოლოდ შრომის გაკვეთილებს უკავშირდებოდა და არა ყოველდღიურ სამსახურს?!...

ახლა, დავფიქრდეთ, როგორ გამოიყურება და რისგან შედგებახერხით ღონის ჩანაცვლების” (ანუ, Replacing Hard Work with Smart One) პროცესი. როგორც არ ვეცადე, ჭკვიანურად (იგივე - ახლებურად) მუშაობის პროცესი ფიქრთან და ახლის შემეცნებასთან გამომდის დაკავშირებული.

ფიქრზე და შემეცნებაზე, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ამბავი დიდი ფიზიკოსის - ნილს ბორის - ლაბორატორიაში მოხდა.

მოკლედ, პროფესორი ბორის ლაბორატორიაში (თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა) მოხვედრა ნებისმიერი ახალგაზრდა ფიზიკოსისთვის ოცნების საზღვარს სცდებოდა. ჰოდა, როდესაც მის სახელგანთქმულ ლაბორატორიაში ვაკანსია გამოცხადდა, ერთ პოზიციაზე ათასობით (!!!) ნიჭიერი ახალგაზრდა ფიზიკოსის განაცხადი გაჩნდა.

ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ამ პოზიციისთვის აირჩიეთ, არ სჯეროდა წვეული პატივისა და ბედნიერების. ძლივს დაიცადა იმ ორშაბათამდე, როდესაც სამსახურში უნდა გასულიყო და 8 საათზე, ყველაზე პირველი, მივიდა (სამუშაო 9-ზე იწყებოდა). 8:45-ზე მისულმა ბორმა შენიშნა ერთადერთი მასზე ადრე მისული თანამშრომელი და მიმართა: - “მუშაობთ?!”. - “დიახ, სერ” - მიუგო გაბადრულმა დამწყებმა. დაუჯერებელი იყო, რომთვით ნილს ბორმაახალი თანამშრომელი პირველივე დღეს შენიშნა. საღამოს 8-სთვის სახლში მიმავალ ბორს ისევ ერთადერთი კაცი მოხვდა თვალში ლაბორატორიაში - ჩვენი ახალმოსული. - მუშაობთ?! - იკითხა პროფესორმა. - დიახ, სერ - უპასუხა ახალგაზრდამ.

მეორე და მესამე დღეს იგივე განმეორდა. საღამოს ბორმა კიდევ ერთხელ ჰკითხა: - მუშაობთ?!. - დიახ, სერ - მიუგო აღფრთოვანებულმა ფიზიკოსმა. - საოცარია! - გაიკვირვა ბორმა - ფიქრს როდისღა ახერხებთ, თუ სულ მუშაობთ?!

ამ ისტორიის გენიალური სიმარტივე (ისევე, როგორც ბორის დანარჩენი ნააზრევის) ცხადია. შეუძლებელია იფიქრო (და, მით უმეტეს, ახალი რამ მოიფიქრო) ხანგრძლივი, ყოველდღიური შრომის პროცესში.
მაშინ როდის უნდა ვიფიქროთ, მივაგნოთ ხერხებს და გავხდეთ უკეთესი პროფესიონალები?

დილით, სამსახურამდე? უმეტესი ჩემს ნაცნობს დილის საათებშითავისუფალისულ 10-15 წუთი აქვს როდესაც ჩაის სვამს ან წვერს იპარსავს. ეს, აშკარად არაა საკმარისი.

საღამოს, სამსახურის შემდეგ? უმეტესი ჩვენგანი ისეთი დაკავებულია (30 წლამდე ასაკში) ან ისეთი დაღლილია (თუ 30 წლის შემდეგაა), რომ ამ პერიოდში ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია. ასეც რომ არ იყოს, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობაც ხომ აუცილებელია ჩვენი სულიერი ჯანმრთელობისთვის?!

ჰოდა, გამოდის, რომ ფიქრისთვის გამოყოფილი შუალედები არის 10-15 წუთიანი პაუზები სამსახურში, ყავის დალევის ან სიგარეტის მოწევის დროს. ამ დროს კი, ძირითადად, ხალხნრავლობაში ვართ და ვცდილობთ სამსახურის საქმეებისგან თავი გავითავისუფლოთ.

მოკლედ, “ხერხი კი სჯობია ღონესა”, მაგრამ, ჩვენს რიტმში, ძალიან საეჭვოარომ კაცი მოიგონებსა”.

ამაზე ფიქრში გავიხსენე, თუ როგორ მიაღწიეს ჩემმა ნაცნობმა პროფესიონალებმა დღევანდელ (ძალიან კარგ) შედეგებს. უმეტეს შემთხვევაში, მათთან საუბარში, აღმოჩნდა, რომ მათ გაუმართლათ და ისეთ ადგილებში მოუხდათ მუშაობა, სადაც ფიქრის, კითხვის და ექსპერიმენტების ჩატარების დრო და საშუალება ჰქონდათ (პირველ რიგში, ამ ყველაფრის სურვილი ჰქონდათ, რა თქმა უნდა).

დღევანდელ ბიზნეს და სახელმწიფო სექტორში, სადაც ჩემი მეგობრები მუშაობენ, ხშირ შემთხვევაში, ბატონობს “Hard Work” (ანუ, მძიმე შრომის) კულტურა, რომელიც, ერთი შეხედვით, პროფესიული განვითარებისთვისა და წინსვლისთვის საუკეთესო არაა. არადა, თუ გვინდა, რომ მართლაგამორჩეულშედეგებს მივაღწიოთ როგორც პირადად ჩვენ, ასევე ჩვენმა ორგანიზაციებმა და ქვეყანამ, “ჭკვიანურადმუშაობა და ევოლუცია სხვაზე გაცილებით მეტად გვჭირდება.

ასევე, გამოდის, რომ სასარგებლოც ისაა (შედეგების მიღწევის და კარიერული წინსვლის თვალსაზრისით), რაც, ამავე დროს, სასიამოვნოა ინტელექტუალური განვითარების მოყვარულთათვის.

ჩემი აზრით, ყველა ჩვენგანი უნდა დაფიქრდესრამდენი მუშაობაა კარგი”. როდის და როგორ უნდა გამოვნახოთ საშუალება, რომ ვიფიქროთ, ვიკითხოთ, ვისაუბროთ და ვიმუშავოთხერხის მოსაგონებლადდა ჩვენი საქმით სიამოვნების მისაღებად.

რას ფიქრობთ?

2 comments:

  1. სანდრო, ეგ ის მარადიული კითხვაა, რომელიც სულ მაწუხებს და ამ დალოცვილი (თუ წყეული) "Work smarter, not harder"-ის პრაქტიკული ახსნა ვერსად ვიპოვე. ერთი იმის იმედად ვრჩები რო ოდესმე ნათელი დამადგება და ჩემით მივხვდები :) ეს ხუმრობით და ისე ცხადია ნილს ბორამდე ვერ მივალთ, მაგრამ მისი ფრაზა რამდენადაც მომხიბვლელია, იმდენად აფორიზმის დონეზეა და Hard Work-ის მნიშვნელობასაც ალბათ ვერ ჩაანაცვლებს.

    საქმე იმაშია, რომ ყველა გენიოსი არ ვართ, შესაბამისად ვიღაცა რაღაცას ნაკლები შრომით და მეტი გამართლებით/ნიჭით/სწორ დროს სწორ ადგილზე აღმოჩენით აღწევს, ვიღაცა კი პირიქით. ამიტომ მივდივარ დასკვნამდე რომ Smart Worker-ი რომ გახდე, ჯერ კარგი იორღა Hard Worker-ი უნდა იყო და მერე, როცა შეგაწუხებს ეს ყველაფერი ალბათ თავად დაიწყებ გზების ძიებას რათა დამატებითი 1 საათი გამოათავისუფლო თუნდაც ფიქრისთვის...

    თუმცა ალბათ ბევრ შინაგან და გარეგან ფაქტორზეა დამოკიდებული ეგ ამბავი და ერთიანი რეცეპტი ყველა ადამიანისთვის ვერ იარსებებს. საინტერესოა სხვები რას ფიქრობენ ამ თემაზე.

    P.S. "ცოტას ვმუშაობ" შეგრძნება ძალიან ნაცნობია :)

    ReplyDelete
  2. ზუსტად იმდენი უნდა ვიმუშავოთ, რამდენიც საჭიროა:
    1. საქმის ხარისხიანად გაკეთებისათვის;
    2. სამსახურსა და სამსახურს შორის ადამიანურად დასვენებისათვის;
    3. ოჯახისათვის სათანადო ყურადღების დათმობისათვის
    4. მეგობრებთან ურთიერთობისათვის
    თუ რომელიმე პირობა ვერ კმაყოფილდება, ესე იგი იქ არ ვმუშაობთ, სადაც საჭიროა...

    ReplyDelete