მეგობრებო და მეგობრიცებო,
ძალიან გახარებული ვარ და ამაღლებული განწყობა მაქვს შობის უდიდესი დღესასწაულის, გუშინდელი ღამისთევისა და ზიარების შედეგად. დღეს პირწიგნაკზე ბევრი მილოცვა ვნახე და მეც მომინდა, თქვენთვის რამე მომეწერა.
გამახსენდა, რამოდენიმე დღის წინ სახლში მარტო ვიყავი და საფუძვლიანად დავათვალიერე. აღმოვაჩინე სამი კედელი, რომელიც მთელს ჩემს ცხოვრებასა განაპირობებს. ერთ კედელზე ხატებია, მეორეზე - დიპლომები და სერთიფიკატები, ხოლო მესამეზე - მეგობრებისა და ახლობლების სურათები.
მაშინ მივხვდი, რომ როგორც დედამიწა (სამეცნიერო პროგრესამდე) სამ ვეშაპს ეყრდნობოდა, ჩემი ცხოვრებაც ამ სამ საყრდენს - ღვთის რწმენას, შემეცნებას და ახლობლების სიყვარულს ეფუძნება. ამ აზრებიდან დაიბადა თქვენთვის - საუკეთესო ხალხისთვის - საშობაო დალოცვა.
ჩემო ძვირფასო და კეთილო ხალხო, გისურვებთ:
♰ ღვთის რწმენაში გაძლიერებას და გულწრფელ ლოცვას! ეს მოგიტანთ სულიერ სიმშვიდესა და ღვთის წყალობას!
♰ ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებას! ეს მოგიტანთ წარმატებას და ცხოვრებას საინტერესოს გახდის!
♰ დიდ სიყვარულსა და წრფელ მეგობრობას! ეს მოგიტანთ ბედნიერებას!
ჰოდა, ასეთი მშვიდები, იღბლიანები, წარმატებულები, ინტერესიანები და ბედნიერები მენახეთ! აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
ამინ!
სანდრო, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავ და გისურვებ, რომ მეოთხე კედელზე დიდ ფანჯარაში ბევრი მზე და ლურჯი ცა დაგენახოს :)
ReplyDelete